სატრანსფერო გარიგებები და ჭორები – 17 ივლისი

08:54, 18.07.2019

ინგლისი

* ოფიციალურად! “ტოტენჰემმა” დაადასტურა, რომ დენი როუზი, ვინსენტ იანსენი და კევინ ნკუდუ ახალი კლუბების ძებნას დაიწყებენ. მათი გარიგებები ლონდონურ კლუბთან შეწყვეტილია და ისინი არ გაემგზავრნენ აზიურ ტურნეში.

* “ნიუკასლი” საკმაოდ მსხვილი გარიგების დადებას აპირებს: ინგლისურმა კლუბმა გადაწყვიტა 40 მილიონ ევროდ შეიძინოს “ჰოფენჰაიმის” ფორვარდი ჟოელინტონი. გერმანულ კლუბში განაცხადეს, რომ ბრაზილიელი არ გამოცხადდა ვარჯიშზე და ინგლისში გაემგზავრა გარიგების დასასრულებლად.

* “არსენალი” მოელაპარაკა “გრემიოს” ბრაზილიის ნაკრების ფორვარდის ევერტონის 36 მილიონ ფუნტად შეძენაზე. ფეხბურთელი მალე ჩავა ლონდონში სამედიცინო შემოწმების გასავლელად.

* “რეალი” კვლავ ფიქრობს პოლ პოგბას შეძენას, მაგრამ “მანჩესტერ იუნაიტედი” 200 მილიონ ევროზე ნაკლების მიღებას არ თანხმდებიან.

* “ევერტონი” პრეტენზიას აცხადებს “იუვენტუსის” ფორვარდზე მარიო მანჯუკიჩზე. იტალიური კლუბი არ დათმობს ხორვატს 25 მილიონ ევროზე ნაკლებ თანხად.

* “არსენალი” აგრძელებს მუშაობას უილფრიდ ზაჰას ტრანსფერზე. “კრისტალ პალასის” ფორვარდი შეიძლება “ემირეიტზე” აღმოჩნდეს იმიტომაც, რომ “არსენალი” ვერ ახერხებს სებალიოსისა და სალიბუს ყიდვას.

* ინგლისური წყაროები აცხადებენ, რომ “ლივერპული” აპირებს თანხა შესთავაზოს “ლილს” ნახევარმცველ ნიკოლა პეპეში. თავად ფეხბურთელს “პარი სენ-ჟერმენში” გადასვლა აქვს დაგეგმილი.

ესპანეთი

* ოფიციალურად! “ატლეტიკომ” “ტოტენჰემს” 24 მილიონი ევრო გადაუხადა მცველ კირან ტრიპიერში. ორივე კლუბმა დაადასტურა ეს ტრანსფერი. მადრიდელებმა ფეხბურთელს სამწლიანი კონტრაქტი გაუფორმეს.

* ნეიმარი განიხილავს არა მხოლოდ “ბარსელონაში” გადასვლის ვარიანტს, არამედ “რეალში”, “იუვენტუსში” და “ბაიერნშიც” კი. თუმცა უცნობია, ამ კლუბებიდან რომელია მზად ბრაზილიელის შესაძენად.

* “ბარსელონას” ბრაზილიელ ნახევარმცველს მალკომს სურს კატალონიის დატოვება, მაგრამ ეს რთული იქნება, რადგან ესპანეთის ჩემპიონი ბრაზილიელში 60 მილიონ ევროს ითხოვს. (AS)

იტალია

* რაჯა ნაინგოლანი, რომელიც პრაქტიკულად დაითხოვეს “ინტერიდან”, შეიძლება “კალიარიში” დაბრუნდეს. ბელგიელი განიხილავს ასეთ ვარიანტს, აგრეთვე რამდენიმე წინადადება აქვს ჩინეთიდან.

* ოფიციალურად! “რომამ” გამოაცხადა ჯანლუკა მანჩინის ტრანსფერის თაობაზე. რომაელები ახალ სეზონში ფეხბურთელს ორ მილიონ ევროდ იჯარით აიყვანენ და შემდეგ, აუცილებლად გამოისყიდიან 13 მილიონ ევროდ.

* ოფიციალურად! “იუვენტუსმა” “ლიონიდან” შეიძინა 20 წლის ნახევარმცველი ჰამზა რაფიუ. გარიგების თანხამ 400 ათასი ევრო შეადგინა. ფეხბურთელმა სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

გერმანია

* რობერტ ლევანდოვსკიმ აზრი გამოთქვა “ბაიერნის” ტრანსფერების შესახებ და განაცხადა, რომ მის გუნდს მეტი ხარისხიანი ფეხბურთელი სჭირდება.

* “პარი სენ-ჟერმენის” ნახევარმცველი კრისტოფერ ნკუნკუ სამედიცინო შემოწმებას გაივლის “ლაიპციგისთვის”. ვარაუდობენ, რომ გერმანელები 21 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ 15 მილიონ ევროს გადაიხიან.

* “ბაიერნი” შეურიგდა იმას, რომ ვერ შეძლებს “ჩელსის” შემტევი ნახევარმცველის კალუმ ჰადსონ-ოდოის ყიდვას და ახლა, სხვა ვარიანტებზე მუშაობენ.

* ოფიციალურად! “ჩელსიმ” ბერლინის “ჰერტაში” გაყიდა 18 წლის დაიშოუნ რედანი. ტრანსფერის თანხაა ხუთი მილიონი ევრო.

საფრანგეთი

* ოფიციალურად! “ნანტმა” გაიფორმა “გინგამის” ნახევარმცველი მარკუს კოკო. კონტრაქტის დეტალები უცნობია. “ნანტს” ფეხბურთელი სამი მილიონი ევრო დაუჯდა.

* “რენი” აპირებს შემადგენლობის გაძლიერებას “ლიონის” 35 წლის მცველით ჟერემი მორელით.

მსგავსი