სატრანსფერო გარიგებები და ჭორები – 16 ივლისი

08:50, 17.07.2019

ინგლისი

* „აინტრახტის“ ფორვარდი სებასტიან ჰალერი ლონდონში ჩავიდა „ვესტ ჰემში“ სამედიცინო შემოწმების გასავლელად. ინგლისური გუნდი 50 მილიონ ევროს დახარჯავს 25 წლის ფრანგში, რომელმაც გასულ სეზონში ბუნდესლიგაში 15 გოლი გაიტანა.

* ოფიციალურად! ფაბიან დელფი „მანჩესტერ სიტიდან“ „ევერტონში“ გადავიდა. ტრანსფერის თანხამ 8 მილიონი ფუნტი შეადგინა.

* „ევერტონმა“ და „ლაიპციგმა“ მიაღწიეს პრინციპულ შეთანხმებას ადემოლა ლუკმანის ტრანსფერზე. გერმანელები 25 მილიონ ევროს იხდიან. ინგლისელი ფეხბურთელი უკვე თამაშობდა „ლაიპციგში“ 2017-18 წლების სეზონში იჯარის წესით.

ესპანეთი

* „ატლეტიკომ“ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას მთავარ პრიორიტეტად დაისახა კრისტიან ერიქსენი. დანიელს არ სურს კონტრაქტის გაგრძელება „ტოტენჰემთან“.

* „ატლეტიკო“ მოელაპარაკა „ესპანიოლს“ მარიო ერმოსოს ტრანსფერზე. დეტალები ჟურნალისტებისთვის უცნობია.

* „ბარსელონამ“ „პარი სენ-ჟერმენს“ ნეიმარის სანაცვლოდ შესთავაზა დემბელე, ფილიპე კოუტინიო და 40 მილიონი ევრო.

იტალია

* ოფიციალურად! „ატალანტა“ უკრაინელი ფეხბურთელით გაძლიერდა. რუსლან მალინოვსკიმ დატოვა გენკი” და ბერგამოში გადავიდა. „ატალანტამ“, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე უნდა ითამაშოს, 13.7 მილიონი ევრო გადაიხადა.

* ჯანლუკა მანჩინი „რომასთვის“ სამედიცინო შემოწმებას გაივლის. „ატალანტა“ ფეხბურთელის იჯარასა და გამოსყიდვაში 21 მილიონ ევროს მიიღებს.

* „რომას“ სურს გონსალო იგუაინის ყიდვა და მას კაპიტნის სამკლაურიც შესთავაზა, მაგრამ არგენტინელს არ უნდა „იუვენტუსის“ გარდა, სხვა იტალიურ გუნდში თამაში.

* „ინტერმა“ გაზარდა რომელუ ლუკაკუზე წინადადება 66 მილიონ ევრომდე.

გერმანია

* ოფიციალურად! „ბაიერნმა“ „შტუტგარტიდან“ გადაიბირა 19 წლის ლეონ დიაკუ.

* ოფიციალურად! „გინგამის“ ფორვარდი მარკუს ტურამი კარიერას გერმანიაში გააგრძელებს. ლილიან ტურამის 21 წლის ვაჟი „გლადბახში“ ითამაშებს. ტრანსფერი 10-12 მილიონი ევროს ოდენობისაა.

საფრანგეთი

* ოფიციალურად! „პარი სენ-ჟერმენმა“ გამოაცხადა, რომ „დორტმუნდიდან“ შეიძინა 23 წლის ფრანგი ცენტრალური მცველი აბდუ დიალო. პარიზელებს ეს გარიგება 30 მილიონი ევრო დაუჯდათ და ფეხბურთელთან ხუთწლიანი კონტრაქტი გააფორმეს.

* ოფიციალურად! ადამა სუმაორო „მონაკოში“ გადავიდა, რომელმაც „ლილის“ 27 წლის მცველში 13 მილიონი ევრო გადაიხადა.

მსგავსი