ბრიტანულმა გამოცემა Sunday Times-მა, გერმანულ ტელეარხ ARD-სთან ერთად, წვდომა მიიღო 2 000-ზე მეტი მოთხილამურის სისხლის მონაცემთა ბაზაზე. ლაპარაკია ათი ათასობით სინჯზე. აღნიშნავენ, რომ ასობით სპორტსმენმა თავიდან აიცილა დისკვალიფიკაცია, მიუხედავად იმისა, რომ სისხლის ანალიზის ანომალიური შედეგები ჰქონდათ. საერთო ჯამში, ეჭვი წარმოშვა 290-მა სინჯმა.
საეჭვო ანალიზები ეკუთვნით სპორტსმენებს, რომლებმაც 2001-10 წლებში ოლიმპიადებისა და მსოფლიო ჩემპიონატების მედლების დაახლოებით მესამედი მოიპოვეს. აქედან 91 მედალი ოქროსია. ბევრი სპორტსმენი ამ სიიდან დღესაც აგრძელებს კარიერას.
როგორც გამოცემა წერს, სპორტსმენები, ძირითადად, ორი ტიპის დარღვევას მიმართავდნენ – ერითროპოეტინის ინექციები ან საკუთარი სისხლის გადასხმა.
ამასთან, რუსეთი ლიდერობს ანომალიური მონაცემების მქონე მოთხილამურეების რაოდენობით – 34 პროცენტი. ექსპერტების აზრით, მათ დაახლოებით 60 მედალი მოიგეს. რუსეთის შემდეგ მოდიან – საფრანგეთი (29 პროცენტი) და ავსტრია (28). საეჭვო ანალიზები აქვთ აგრეთვე მოთხილამურეებს ნორვეგიიდან, გერმანიიდან, შვედეთიდან და იტალიიდან.