შვეიცარიაში რამდენიმე მოთხილამურე ზვავში მოყვა
შვეიცარიაში რამდენიმე მოთხილამურე ზვავში მოყვა

შვეიცარიაში ზვავმა რამდენიმე მოთხილამურე მოიყოლა.

„ევრონიუსის“ ინფორმაციით, მაშველებმა თოვლის მასიდან ორი ადამიანის გამოყვანა მოახერხეს, რის შემდეგ ისინი უახლოეს სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს. მათ სხეულის მსუბუქი დაზიანებები აქვთ.

მაშველები აცხადებენ, რომ თოვლში სავარაუდოდ კიდევ რამდენიმე ადამიანია მოყოლილი.

შემთხვევის ადგილზე სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს. ინციდენტი ალპების პოპულარულ სამთო-სათხილამურო კურორტ, ანდერმატში მოხდა.