სასტუმრო „რუმსში“ დაკვამლიანება იყო

15:31, 15.01.2018

სასტუმრო „რუმსშიდაკვამლიანება იყო. სტუმრების ნაწილს სასტუმროს ტერიტორიის დატოვება მოუხდა.

როგორც პირველ არხს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, აალება სამზარეულოში მოხდა, თუმცა ადგილზე მისულმა მეხანძრე-მაშველებმა ცეცხლის ლოკალიზება მალევე მოახერხეს.

ადგილზე ერთი სახანძრო ჯგუფი მუშაობდა.

სასტუმრო „რუმსში“ ხანძარი და ძლიერი დაკვამლიანება რამდენიმე დღის წინაც იყო. ხანძრის შედეგად, არავინ დაშავებულა. დაზიანდა ორი ოთახი.

მსგავსი