სასტუმრო „რუმსის“ დირექტორი - არავინ დაშავებულა, დაზიანებულია ორი ოთახი
სასტუმრო „რუმსის“ დირექტორი - არავინ დაშავებულა, დაზიანებულია ორი ოთახი

სასტუმრო „რუმსის“ დირექტორის ვალერი ჩეხერიას თქმით, ხალხი შენობიდან ევაკუირებულია და ერთ-ერთ სასტუმროში გადაიყვანეს.

მისივე თქმით, დაშავებულები არ არიან.

„როგორც სახანძრო-სამაშველო სამსახურმა, ასევე სასტუმროს თანამშრომლებმა ძალიან სწრაფი რეაგირება მოახდინეს. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერ არ ვიცით. ზარალი უმნიშვნელოა. დაზიანებულია სულ ორი ოთახი, დანარჩენს გამოძიება დაადგენს. ხანძარი მილში გაჩნდა. ახლა ადგენენ დეტალებს. ხვალიდან ფუნქციონირებას დავიწყებთ. როგორც სახანძრო-სამაშველო ბრიგადა გვატყობინებს, ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია, – განაცხადა სასტუმროს დირექტორმა.

სასტუმრო „რუმსში“ ხანძარია. შენობიდან ხალხის ევაკუაცია განხორციელდა.

როგორც პირველ არხს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, ადგილზე 15 სახანძრო მანქანაა მობილიზებული.

სააგენტოს ინფორმაციით, დაშავებულები არ არიან.

​ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.