სასამართლოში ქავთარაძის ქუჩაზე სპეცოპერაციის შედეგად დაკავებული პირისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობენ
სასამართლოში ქავთარაძის ქუჩაზე სპეცოპერაციის შედეგად დაკავებული პირისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობენ

თბილისის საქალაქო სასამართლო ვასამბეკ ბოკოვის საქმეს განიხილავს. მას ბრალად ედება სსკ-ის 362-ე მუხლი, რაც ყალბი დოკუმენტის, ბეჭდის, შტამპის ან ბლანკის დამზადებას, გასაღებას ან გამოყენებას გულისხმობს.

ბრალდების მხარე დაკავებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ითხოვს და აცხადებს, რომ ეროვნებით ჩეჩენი პირი საქართველოში ყალბი დოკუმენტაციით უკანონოდ შემოვიდა. ბრალდებულის ადვოკატი კი, ბრალდებას აბსურდულს უწოდებს.

​პროცესი სრულად დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობს. მხარეებმა პროცესზე განმარტეს, რომ საქმეზე გამოძიება რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა.

ვასამბეკ ბოკოვი ორი დღის წინ, თბილისში ქავთარაძის ქუჩაზე სპეცოპერაციის დროს დააკავეს. ის საცხოვრებელ კომპლექს „დრიმ თაუნში“ რამდენიმე თვის განმავლობაში ქირით ცხოვრობდა. ადგილზე გაჩხრიკეს მისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომობილიც, რომლიდანაც ექსპერტ-კრიმინალისტებმა ნივთიერი მტკიცებულებები ამოიღეს.

დატოვე კომენტარი