სასამართლომ „სვეტის“ დამფუძნებელს გივი ჯიბლაძესა და დირექტორს თორნიკე ჯანელიძეს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა
სასამართლომ „სვეტის“ დამფუძნებელს გივი ჯიბლაძესა და დირექტორს თორნიკე ჯანელიძეს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა

სამშენებლო კომპანია „სვეტის“ დამფუძნებელს გივი ჯიბლაძესა და დირექტორს თორნიკე ჯანელიძეს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.

მოსამართლის განმარტებით, გადაწყვეტილების მიღებისას მან გაითვალისწინა ბრალდების მხარის შუამდგომლობა და მიიჩნია, რომ არსებობდა დანაშაულის ხელახალი ჩადენის საფრთხე.

სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარე დაკავებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა. პროკურორი აცხადებდა, რომ არსებობდა როგორც მიმალვის, ასევე მტკიცებულებების განადგურებისა და დანაშაულის ხელახალი ჩადენის საფრთხე.

დაცვის მხარე პროკურატურის პოზიციას არ ეთანხმებოდა. ადვოკატი ვალერი გელბახიანი დაკავებულებისათვის აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს ითხოვდა.