საქალაქო სასამართლოში „სვეტის“ დამფუძნებლისა და დირექტორის აღკვეთის ღონისძიების შესახებ პროცესი მიმდინარეობს
თბილისის საქალაქო სასამართლოში სამშენებლო კომპანია „სვეტის“ დამფუძნებლის გივი ჯიბლაძისა და დირექტორის თორნიკე ჯანელიძის აღკვეთის ღონისძიების შესახებ პროცესი მიმდინარეობს.
დარბაზში იმყოფებიან დაზარალებულებიც, ისინი დაკავებულების უმკაცრეს დასჯას მოითხოვენ.
ბრალდების მხარე მათთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ითხოვს. პროკურორის მტკიცებით, არსებობს როგორც მიმალვის, ასევე მტკიცებულებების განადგურებისა და ხელახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე.
დაცვის მხარე პროკურატურის პოზიციას არ ეთანხმება. ადვოკატი ვალერი გელბახიანი დაკავებულებისათვის აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს ითხოვს.
