სასამართლომ ლაშა ჩხარტიშვილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე 3000 ლარით დააჯარიმა
სასამართლომ ლაშა ჩხარტიშვილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე 3000 ლარით დააჯარიმა

„ლეიბორისტული პარტიის“ წევრი ლაშა ჩხარტიშვილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე თბილისის საქალაქო სასამართლომ 3000 ლარით დააჯარიმა.

პარლამენტის შენობის წინ 3 იანვარს გამართულ აქციაზე „შეცვალეს“ წევრებს, „ლეიბორისტული პარტიის“ წევრ ლაშა ჩხარტიშვილსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა.

აქციის მონაწილეები პარლამენტის შენობის წინ არსებულ ატრაქციონთან მიახლოებას და იქ 20 ივნისის აქციის ამსახველი ფოტოების დადებას აპირებდნენ, თუმცა ამის საშუალება პოლიციამ არ მისცა, რასაც მცირედი სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.

ინციდენტის დროს პოლიციამ ლაშა ჩხარტიშვილი დააკავა. შსს-ის ინფორმაციით, ჩხარტიშვილი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დააკავეს, რაც წვრილმან ხულიგნობასა და სამართალდამცავებისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.