პარლამენტთან აქციაზე დაპირისპირება მოხდა
პარლამენტთან აქციაზე დაპირისპირება მოხდა

პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციაზე დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი. დაპირისპირება სამოქალაქო აქტივისტების, „შეცვალეს“ წევრებს, „ლეიბორისტული პარტიის“ წევრ ლაშა ჩხარტიშვილსა და პოლიციას შორის მოხდა.

აქციის მონაწილეები პარლამენტის შენობის წინ არსებულ ატრაქციონთან მიახლოებას და იქ 20 ივნისის აქციის ამსახველი ფოტოების დადებას აპირებდნენ, თუმცა მათ ამის საშუალება პოლიციამ არ მისცა, რასაც მცირედი სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.

ინციდენტის შემდეგ პოლიციამ ლაშა ჩხარტიშვილი ტერიტორიიდან გაიყვანა.

დატოვე კომენტარი