სასამართლომ ფონიჭალაში ნარკოტიკული საშუალების გასაღების ფაქტზე დაკავებულ სამ პირს აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეუფარდა
სასამართლომ ფონიჭალაში ნარკოტიკული საშუალების გასაღების ფაქტზე დაკავებულ სამ პირს აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეუფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ფონიჭალაში ნარკოტიკული საშუალების გასაღების ფაქტზე დაკავებულ სამ პირს აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეუფარდა.

ამ გადაწყვეტილებით მოსამართლემ ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

დაცვის მხარის განცხადებით, დღევანდელ სხდომაზე ორმა ბრალდებულმა ბრალი აღიარა, ხოლო ერთი თავს უდანაშაულოდ ცნობს.

პროკურატურამ ნარკოტიკული საშუალბების გასაღების ფაქტზე სამ პირს ბრალი გუშინ წარუდგინა. შსს-ს ინფორმაციით, ფონიჭალაში დაკავებულ ნარკორეალიზატორებს მძიმე დანაშაულში ჩართული ჰყავდათ მცირეწლოვანი ბავშვი.

გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის და გასაღების ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით მიმდინარეობს.