სასამართლომ ახალციხეში დაკავებულებს 10 დღით ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა
სასამართლომ ახალციხეში დაკავებულებს 10 დღით ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა

სასამართლომ ახალციხეში დაკავებულებს 10 დღით ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.

პირველი არხის ჟურნალისტის ცნობით, ახალციხის რაიონულ სასამართლოში პროცესი სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა, სადაც ადმინისტრაციული წესით დაკავებულების საქმეს მოსამართლე მარიკა ჩიტაშვილი იხილავდა.

ახალგაზრდები სამართალდამცველების მიმართ სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტზე დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ კი გამოძიება ორი მუხლით დაიწყო, ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 173–ე მუხლით, რაც პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის გულისხმობს და სისხლის სამართლის კოდექსის 239–ე მუხლით, რაც ხულიგნობას გულისხმობს.

როგორც ადვოკატი აცხადებს, ახალციხის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებას ჩაბარებისთანავე გაასაჩივრებს. დაკავებულები დროებითი მოთავსების იზოლატორში სასამართლოს დასრულებისთანავე გადაიყვანეს.

ამასთან, დაკავებულების ოჯახის წევრებმა და მეგობრებმა პროცესის დასრულების შემდეგ მხარდამჭერი აქცია გამართეს.

მომხდართან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა შინაგან საქმეთა სამინისტრომ.