სასამართლო სოფელ საყულიაში დაკავებული ირაკლი მუკბანიანისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე მსჯელობს
სასამართლო სოფელ საყულიაში დაკავებული ირაკლი მუკბანიანისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე მსჯელობს

ქუთაისის საქალაქო სასამართლო სოფელ საყულიაში დაკავებული ირაკლი მუკბანიანის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე მსჯელობს.

როგორც პროცესის დაწყებამდე მუკბანიანის ადვოკატებმა განაცხადეს, ისინი სასამართლოს წინაშე დააყენებენ შუამდგომლობას, რომ ირაკლი მუკბანიანს აღკვეთის ღონისძიების არც ერთი სახე არ შეეფარდოს, ალტერნატივის სახით კი 10 000 ლარის ოდენობის გირაოს მოითხოვენ.

მათივე ინფორმაციით, პროკურატურა ირაკლი მუკბანიანისთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვს.

სასამართლოს ეზოში „ნამახვანჰესის“ საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები და მუკბანიანის ოჯახის წევრები იმყოფებიან.

ირაკლი მუკბანიანი პოლიციამ გუშინ დააკავა. შსს-ს ინფორმაციით, ის 29 მაისს, გუმათში, „ნამახვანჰესის“ საწინააღმდეგო აქციაზე პოლიციელს თავს დაესხა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

გამოძიება სსკ-ის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.