სართიჭალაში ცენტრალური სტადიონის მშენებლობა მიმდინარეობს #1TVSPORT
სართიჭალაში ცენტრალური სტადიონის მშენებლობა მიმდინარეობს #1TVSPORT

გარდაბნის მუნიციპალიტეტში, სოფელ სართიჭალაში ცენტრალური სტადიონის მშენებლობა მიმდინარეობს, რომელიც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა დაათვალიერა.

სტადიონის მშენებლობაზე ასევე იმყოფებოდნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. პროექტის ფარგლებში მოეწყობა თანამედროვე გასახდელი ფეხბურთელებისთვის, 650 მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნა, სტადიონზე დამონტაჟდება თანამედროვე განათების სისტემა, მოეწყობა საპარკინგე სივრცე. ასევე მოხდება არსებული ტერიტორიის შემოღობვა.

სფფ-ს ცნობით, სტადიონის მშენებლობა ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება, ხოლო მოედნის საძირკველსა და მოედნის საფარის დაგებას, ასევე საჭირო ინვენტარს, ფეხბურთის ფედერაცია უზრუნველყოფს. პროექტი 2023 წლის გაზაფხულზე დასრულდება.

განახლებული სტადიონით სართიჭალის საფეხბურთო კლუბი „შტურმი“, ადგილობრივი ბავშვთა და ასაკობრივი გუნდები ისარგებლებენ.