სარდალაშვილი ნახევარფინალშია, მარგველაშვილი და თუთაშვილი მეოთხედფინალში იჭიდავებენ [ვიდეო] #1TVSPORT
თბილისში მიმდინარე ძიუდოს გრანდ სლემზე რამდენიმე ქართველი ძიუდოისტი მედლებს მიუახლოვდა.
60 კგ. კაცები
19 წლის გიორგი სარდალაშვილი, რომელიც ტურნირზე წონის პირველი ნომერია, მეოთხედფინალში ყაზახ შამშადინს შეხვდა და მეტოქე ორი ვაზარით დაამარცხა. ახალგაზრდა ქართველი ფინალში გასასვლელად უკრაინელ ხალმატოვთან იჭიდავებს.
მეოთხედფინალში ყაზახ სეილხანთან დამარცხდა ლუხუმ ჩხვიმიანი და ბრინჯაოსთვის ბრძოლას რეპეჟაშიდან განაგრძობს.
66 კგ. კაცები
შეჯიბრების პირველმა ნომერმა, ვაჟა მარგველაშვილმა მეორე შეხვედრაც მოიგო და მეოთხედფინალში გავიდა, სადაც ქარველის მეტოქე ყაზახი ყირგიზბაიევი იქნება. ამავე სტადიაზე იჭიდავებს გიორგი თუთაშვილიც. იგი ნახევარფინალში გასასვლელად ყირგიზ აიბეკ ულუს დაუპირისპირდება.
წარუმატებელი გამოდგა თბილისის გრანდ სლემის პირველი დღე ქალი ძიუდოისტებისთვის. დღეს გამომსვლელი ყველა ძიუდოისტი ადრეულ ეტაპზე დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა.
გრანდ სლემის წინასწარი შეხვედრები 09:30-ზე დაიწყო. ფინალური ბლოკი კი 17:00 საათზე გაიმართება და მის პირდაპირ ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.