სარაგბო კლუბი აკადემია 40 წლისაა #1TVSPORT
სარაგბო კლუბი აკადემია 40 წლისაა #1TVSPORT

უმაღლესი ლიგის სარაგბო კლუბ „აკადემიას” 40 წელი შეუსრულდა, – იუბილეს აღსანიშნად ყველა თაობის სპორტსმენი შეიკრიბა. კლუბის ბაზაზე ყველა ასაკის ბავშვები გადიან წვრთნას და ეს ახალი თაობების უწყვეტ შემოდინებას უზრუნველყოფს, რაც ქართული რაგბის მესვეურთა პრიორიტეტია. მხოლოდ ამ გზით არის შესაძლებელი მსოფლიო ასპარეზზე სტაბილური წარმატების უზრუნველყოფა.

ბავშვთა რაგბის განვითარება მსოფლიო რაგბის ორგანიზაციის სტრატეგიული მიმართულებაც არის და მასზე საუბარი 26 სექტემბერს მსოფლიო რაგბის პრეზიდენტის ბილ ბომონტის ვიზიტისას არის დაგეგმილი. თავის მხრივ, საქართველოს რაგბის კავშირს, მთავრობის მხარდაჭერით დაწყებული აქვს 100 სარაგბო სტადიონის მშენებლობის პროგრამა, რომელიც სწორედ ახალ თაობაში რაგბის განვითარებას ემსახურება.

ქართულ რაგბიში მიმდინარე სწორ რეფორმებს და რაგბის ნაკრების მაღალ მიღწევებს დადებითად აფასებს მსოფლიო რაგბის ორგანიზაციაც და მისი პრეზიდენტის ვიზიტიც საქართველოში ამის დადასტურებაა.