სარაგბო ჩემპიონთა თასის ფინალში „რასინგი“ „ექსეტერ ჩიფსს“ შეხვდება [ვიდეო]
10:07, 28.09.2020
გასულ უქმეებზე სარაგბო ჩემპიონთა თასის ორივე ფინალისტის ვინაობა გაირკვა. „რასინგი“ მოქმედ ჩემპიონ „სარასენსს“ პარიზში დაუხვდა და დაძაბულ მატჩში ანგარიშით 19:15 გაიმარჯვა. ულელოო პირველ ნახევარში სამი ზუსტი საჯარიმო შეასრულა იბარენმა, ორი ენდი გუდმა და პარიზელები მეორე ტაიმს სამ ქულიანი უპირატესობით შეხვდნენ. მეორე ნახევრის პირველ ოც წუთში ინგლისური კლუბი დომინირებდა, „რასინგი“ ხშირად ჯარიმდებოდა და შედეგად გუდმა მოპოვებულ ექვსს კიდევ ცხრა დაუმატა და „სარასენსი“ ექვსი ქულით გავიდა წინ – 9:15.
გადამწყვეტი გამოდგა დაპირისპირების 75-ე წუთი, როდესაც არგენტინელმა გარემარბმა ხუან იმჰოფმა თამაშის ერთადერთი ლელო დადო, მაშნომ კი გარდასახვა ზუსტად შეასრულა და ფრანგები ფინალში გავიდნენ.
ტურნირის დასკვნით შეხვედრაში „რასინგის“ მეტოქე კვლავ ინგლისური კლუბი იქნება. „ექსეტერ ჩიფსმა“ „ტულუზს“ უმასპინძლა და მეტოქე ათქულიანი სხვაობით, ანგარიშით 28:18 დაამარცხა. „ბელადების“ მხრიდან დუბლი ორმა მორაგბემ – ვილიამსმა (31, 60) და სიმონდსმა (40, 70) გაიფორმეს. ფრანგებმა მხოლოდ ორი ლელოს დადება მოახერხეს (პლასინე – 36; აჰკი – 76), რაც მატჩის მოსაგებად საკმარისი არ აღმოჩნდა.
„რასინგსა“ და „ჩიფსს“ შორის გასამართი ჩემპიონთა თასის ფინალური დასპირისპირება 17 ნოემბერს, თბილისის დროით 19:45 საათზე დაიწყება.