საქველმოქმედო საფეხბურთო ტურნირი Stronger Together-ი იწყება #1TVSPORT

11:45, 07.02.2024

საქართველოს 7×7 ფეხბურთის ასოციაციისა და „ქართულ-უკრაინული თანამეგობრობის ალიანსის“ ერთობლივი ორგანიზებით, 10 თებერვალს საქველმოქმედო საფეხბურთო ტურნირი Stronger Together-ი დაიწყება.

ტურნირი მხარს უჭერს ომით დაზარალებულ ქალთა საერთაშორისო ცენტრს. მიღებული თანხა სრულად მოხმარდება საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებ, ომით დაზარალებულ ქალთა საჭიროებებს.

2024 წელს ტურნირში მონაწილეობას იღებს 32 გუნდი, მათ შორის საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ მცხოვრებთა გუნდი „მებრძოლები“. ტურნირის საორგანიზაციო ჯგუფსა და მონაწილე გუნდების წარმომადგენლებს შორის საინფორმაციო შეხვედრისას მონაწილეებს გააცნეს ინფორმაცია ტურნირის მიზანსა და სამიზნე აუდიტორიის შესახებ.

აღნიშნული შეჯიბრება ყოველწლიურია.

მსგავსი