საქსტატი - საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 37.0 პროცენტით გაიზარდა
საქსტატი - საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 37.0 პროცენტით გაიზარდა

საქსტატის მონაცემებით, საგარეო სავაჭრო ბრუნვა გაიზარდა. 2022 წლის იანვარ-მაისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 6 913.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 37.0 პროცენტით მეტია.

აქედან, საქსტატის ინფორმაციით, ექსპორტი 2 091.9 მლნ. აშშ დოლარი იყო (36.2 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 4 821.4 მლნ. აშშ დოლარი (37.3 პროცენტით მეტი).

უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2022 წლის იანვარ-მაისში 2 729.5 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 39.5 პროცენტი შეადგინა.

დატოვე კომენტარი