საქსტატი - მიმდინარე წლის მეორე კვარტალში რძის და კვერცხის წარმოება შემცირდა, ხორცის კი გაიზარდა
საქსტატი - მიმდინარე წლის მეორე კვარტალში რძის და კვერცხის წარმოება შემცირდა, ხორცის კი გაიზარდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2021 წლის მეორე კვარტალში რძის წარმოებამ 194.3 მილიონი ლიტრი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 1.0 პროცენტით ნაკლებია.

ხოლო ხორცის წარმოებამ 17.3 ათასი ტონა შეადგინა, რაც 2020 წლის შესაბამის პერიოდის მაჩვენებელზე 8.1 პროცენტით მეტია.

საქსტატის ინფორმაციით, საანგარიშო პერიოდის განმავლობაში წარმოებულია 159.0 მილიონი კვერცხი, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 8.8 პროცენტით ჩამორჩება.

2021 წლის იანვარ-ივნისში ჯამურად 33.1 ათასი ტონა ხორცი, 309.6 მლნ ლიტრი რძე და 330.4 მლნ კვერცხი იწარმოა.