საქსტატი - იანვარში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 29.1 პროცენტით გაიზარდა
საქსტატი - იანვარში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 29.1 პროცენტით გაიზარდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2023 წლის იანვარში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 1 461.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 29.1 პროცენტით მეტია.

საქსტატის ცნობით, აქედან ექსპორტი 459.0 მლნ. აშშ დოლარი იყო, ანუ გაიზარდა 38.5 პროცენტით; ხოლო იმპორტი – 1 002.9 მლნ. აშშ დოლარი, ანუ გაიზარდა 25.2 პროცენტით.

უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2023 წლის იანვარში 543.9 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 37.2 პროცენტია.