საქსტატი - იანვარ-თებერვალში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 49.2 პროცენტით გაიზარდა
საქსტატი - იანვარ-თებერვალში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 49.2 პროცენტით გაიზარდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2022 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 2 539.2 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 49.2 პროცენტით მეტია.

აქედან, ექსპორტი 760.4 მლნ. აშშ დოლარი იყო, ანუ 54.5 პროცენტით მეტი, ხოლო იმპორტი 1 778.9 მლნ. აშშ დოლარი – ზრდა 47.0 პროცენტია.

ამასთან, საქსტატის ცნობით, უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2022 წლის იანვარ-თებერვალში 1 018.5 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.1 პროცენტი შეადგინა