იანვარ-თებერვალში საქართველოში საგარეო სავაჭრო ბრუნვა 12 პროცენტით შემცირდა
იანვარ-თებერვალში საქართველოში საგარეო სავაჭრო ბრუნვა 12 პროცენტით შემცირდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ექსპრეს მონაცემებით, 2021 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 1 654.0 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 12.0 პროცენტით ნაკლებია.

აქედან, ექსპორტი 494.7 მლნ. აშშ დოლარი იყო (6.8 პროცენტით ნაკლები), ხოლო იმპორტი 1 159.3 მლნ. აშშ დოლარი (14.1 პროცენტით ნაკლები).

საქსტატის ცნობით, უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2021 წლის იანვარ-თებერვალში 664.6 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.2 პროცენტი შეადგინა.

დატოვე კომენტარი