საქსტატი - იანვარ-ოქტომბერში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 23.0 პროცენტით გაიზარდა
საქსტატი - იანვარ-ოქტომბერში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 23.0 პროცენტით გაიზარდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2021 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 11 352.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 23.0 პროცენტით მეტია. აქედან ექსპორტი 3 392.5 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს, ანუ 24.9 პროცენტით გაიზარდა, ხოლო იმპორტი 7 959.9 მლნ. აშშ დოლარს, ანუ 22.3 პროცენტით მეტი.

საქსტატის ცნობით, საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, 2021 წლის იანვაროქტომბერში, 4 567.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.2 პროცენტია.

ამასთან, საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2021 წლის იანვარ-ოქტომბერში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 69.7 პროცენტი შეადგინა. ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან თურქეთი – 1 678.6 მლნ. აშშ დოლარით, რუსეთი – 1 294.0 მლნ. აშშ დოლარითა და ჩინეთი – 1 225.8 მლნ. აშშ დოლარით.