საქსტატი – იანვარ-ოქტომბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 9.6 პროცენტით გაიზარდა
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2026 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 23 076.1 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 9.6 პროცენტით მეტია.
აქედან, საქსტატის ცნობით, ექსპორტი 6 874.8 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს, ანუ გაიზარდა 17.9 პროცენტით, ხოლო იმპორტი 16 201.3 მლნ. აშშ დოლარს – ზრდამ 6.4 პროცენტი შეადგინა.
საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2026 წლის იანვაროქტომბერში 9 326.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.4 პროცენტია.
უწყების ანგარიშით, 2026 წლის იანვარ-ოქტომბერში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 64.2 პროცენტი შეადგინა.
ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან თურქეთი 2 861.8 მლნ. აშშ დოლარით, ჩინეთი – 2 646.6 მლნ. აშშ დოლარით და რუსეთი – 2 403.0 მლნ. აშშ დოლარით.