საქსტატი - იანვარ-ოქტომბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 23.0 პროცენტით გაიზარდა
საქსტატი - იანვარ-ოქტომბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 23.0 პროცენტით გაიზარდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2021 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 11 352.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 23.0 პროცენტით მეტია.

საქსტატის ცნობით, აქედან, ექსპორტი 3 392.4 მლნ. აშშ დოლარი იყო (24.9 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 7 959.8 მლნ. აშშ დოლარი (22.3 პროცენტით მეტი).

უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2021 წლის იანვარ-ოქტომბერში 4 567.4 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.2 პროცენტი შეადგინა.