საქსტატი - იანვარ-ნოემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 9.5 პროცენტით გაიზარდა
საქსტატი - იანვარ-ნოემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 9.5 პროცენტით გაიზარდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2025 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 23 218.1 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 9.5 პროცენტით მეტია.

აქედან, საქსტატის ცნობით, ექსპორტი 6 618.1 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს, ანუ გაიზარდა 10.1 პროცენტით, ხოლო იმპორტი 16 600.0 მლნ. აშშ დოლარს – ზრდამ 9.3 პროცენტი შეადგინა.

საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, 2025 წლის იანვარნოემბერში, 9 981.9 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 43.0 პროცენტია.

ამასთან, უწყების ანგარიშით, 2025 წლის იანვარ-ნოემბერში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 68.3 პროცენტი შეადგინა. ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან თურქეთი – 2 798.4 მლნ. აშშ დოლარით, აშშ – 2 590.5 მლნ. აშშ დოლარითა და რუსეთი – 2 388.5 მლნ. აშშ დოლარით.