საქსტატი - იანვარ-მარტში საქართველოში ექსპორტი 5,3 პროცენტით გაიზარდა
საქსტატი - იანვარ-მარტში საქართველოში ექსპორტი 5,3 პროცენტით გაიზარდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2021 წლის იანვარ-მარტში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 2 773.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 0.3 პროცენტით ნაკლებია.

აქედან, ექსპორტი 821.1 მლნ. აშშ დოლარი იყო (5.3 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 1 952.4 მლნ. აშშ დოლარი (2.4 პროცენტით ნაკლები).

საქსტატის ცნობით, უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2021 წლის იანვარ-მარტში 1 131.4 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.8 პროცენტი შეადგინა.