საქსტატი - იანვარ-მაისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 3.7 პროცენტით გაიზარდა
2026 წლის იანვარ-მაისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 10 439.7 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 3.7 პროცენტით მეტია.
აქედან, საქსტატის ცნობით, ექსპორტი 3 108.5 მლნ. აშშ დოლარი იყო, ანუ გაიზარდა 19.8 პროცენტით, ხოლო იმპორტი – 7 331.2 მლნ. აშშ დოლარი, კლებამ 1.9 პროცენტი შეადგინა.
უწყების ანგარიშით, უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2026 წლის იანვარ-მაისში 4 222.7 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.4 პროცენტია.