საქსტატი - იანვარ-მაისში საგარეო სავაჭრო ბრუნვა 16.8 პროცენტით შემცირდა
საქსტატი - იანვარ-მაისში საგარეო სავაჭრო ბრუნვა 16.8 პროცენტით შემცირდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2020 წლის იანვარ-მაისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 4 206.2 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 16.8 პროცენტით ნაკლებია.

საქსტატის ცნობით, აქედან ექსპორტი 1 235.4 მილიონი აშშ დოლარი იყო (16.2 პროცენტით ნაკლები), ხოლო იმპორტი 2 970.8 მილიონი აშშ დოლარი (17.0 პროცენტით ნაკლები).

უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2020 წლის იანვარ-მაისში 1 735.4 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 41.3 პროცენტი შეადგინა.

დატოვე კომენტარი