„საქნახშირში“ წარმომადგენლის ინფორმაციით, ორ მეშახტეს, რომლებიც შეუძლოდ გახდნენ, შახტიდან ამოიყვანენ
„საქნახშირში“ წარმომადგენლის ინფორმაციით, ორ მეშახტეს, რომლებიც შეუძლოდ გახდნენ, შახტიდან ამოიყვანენ

კომპანია „საქნახშირის“ უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლის, ავთანდილ ბოჭორიშვილის ინფორმაციით, შეუძლოდ მყოფი ორი მეშახტე შახტიდან ამოვა და განხორცილედება როტაცია, ანუ მათ ნაცვლად შახტში ორი სხვა მეშახტე ჩავა.

რაც შეეხება საკვების მიწოდების საკითხს, რასაც მეშახტეები „საქნახშირისგან“ ითხოვდნენ, ავთანდილ ბოჭორიშვილის განცხადებით, მეშახტეები შახტიდან ამოსვლის შემდეგ მიიღებენ საკვებს.

„კარგად არიან და ამოგვყვას. ორისამაგიერო შემცვლელი ჩავუშვით. საკვებს რაც შეეხება, ამოვლენ და ადგილზე შეჭამენ“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.

ტყიბულში, ძიძიგურის სახელობის შახტის მეშახტეები გაიფიცნენ. 24 საათზე მეტია 11 მეშახტე შახტში იმყოფება.