საქსტატი - იანვარ-თებერვალში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 49.3 პროცენტით გაიზარდა
საქსტატი - იანვარ-თებერვალში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 49.3 პროცენტით გაიზარდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2022 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 2 542.1 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 49.3 პროცენტით მეტია.

საქსტატის ცნობით, აქედან ექსპორტი 760.4 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს, ანუ 54.5 პროცენტით გაიზარდა. ხოლო იმპორტი 1 781.7 მლნ. აშშ დოლარს, ზრდამ 47.2 პროცენტი შეადგინა. საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, 2022 წლის იანვარ- თებერვალში, 1 021.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.2 პროცენტია.

ამასთან, საქსტატის ცნობით, მიმდინარე წლის იანვარ-თებერვალში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 67.3 პროცენტი შეადგინა. ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან თურქეთი – 354.4 მლნ. აშშ დოლარით, რუსეთი – 274.6 მლნ. აშშ დოლარითა და აზერბაიჯანი – 248.8 მლნ. აშშ დოლარით.