საქართველოში უეფა-ს ექსპერტი იმყოფება - ტუტორთა გადამზადების მოდული ონლაინ-რეჟიმში გაიმართა #1TVSPORT
საქართველოში უეფა-ს ექსპერტი იმყოფება - ტუტორთა გადამზადების მოდული ონლაინ-რეჟიმში გაიმართა #1TVSPORT

მწვრთნელთა განათლების პროგრამებისთვის ტუტორთა გადამზადების პროცესი გრძელდება. ახლა მორიგი კურსი გაიმართა ამ პროექტის ეგიდით, რომელიც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური დეპარტამენტის ორგანიზებით ტარდება.

ტუტორი არის კოლეგა, რომელიც წარმოადგენს შემფასებელს, ნდობით აღჭურვილ პირს დამწყები კოლეგისა და სტაჟიორისთვის. მწვრთნელი-ტუტორი კი ამ საქმის შესწავლის მსურველს ახალბედა მწვრთნელებთან მუშაობას ასწავლის. ტუტორთა ინსტიტუტი მწვრთნელთა განათლების მიმართულებით პირველად უეფა-მ 2018 წელს, საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობითა და აქტიური მონაწილეობით დანერგა.

ეპიდმდგომარეობის გამო, სასწავლო კურსის მეხუთე მოდული ონლაინ-რეჟიმში გაიმართა. სფფ-ს პრესსამსახურის ცნობით, საერთო ჯამში საგანმანათლებლო პროგრამა ექვსი მოდულისგან შედგება, მისი მთავარი მიზანია, მსმენელები თანამედროვე მეთოდოლოგიას დაეუფლონ, რათა ტუტორებმა ისწავლონ, როგორ გაუზიარონ საკუთარი გამოცდილება ახალბედა მწვრთნელებს.

მეხუთე მოდულის ფარგლებში საქართველოში უეფა-ს ექსპერტი, მოლდოველი გენადი სკურტული იმყოფება, რომელმაც სასწავლო პროგრამის მონაწილეებს ინსტრუქტორთა სწავლების მეთოდებისა და მსმენელთა ლექციაში ჩართულობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.