საქართველოში ტურიზმის საერთაშორისო კოლეჯის გახსნა იგეგმება, სადაც სასტუმრო, სარესტორნო და კულინარიული ბიზნესის ძირითად პროფესიებს ასწავლიან.
კოლეჯის დაარსებასთან დაკავშირებით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციასა და შპს „მაკინერნი ჰოსპიტალიტი ინტერნეშენალ ჯორჯიას“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმს ხელი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა და შპს „მაკინერნი ჰოსპიტალიტი ინტერნეშენალ ჯორჯიას“ დირექტორმა მაია წერეთელმა მოაწერეს ხელი.
დოკუმენტის მიზანია ქვეყნის შიდა და საერთაშორისო ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა და მომსახურების სფეროს გაუმჯობესება 2015-2025 წლების ტურიზმის ეროვნულ სტრატეგიასთან შესაბამისობით.
კოლეჯში სასწავლო კურსები ქართულ და ინგლისურ ენებზე გაიმართება. აშშ-ის სასტუმროებისა და განთავსების ასოციაციის სასწავლო ინსტიტუტის (AHLEI) სერთიფიცირებული კურსებისა და ევროპის წამყვანი ტურიზმის სკოლების კურსების მიხედვით შემუშავდება სპეციალური სასწავლო პროგრამა.
ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან თანამშრომლობით კოლეჯისთვის ვებგვერდის შექმნა იგეგმება.