საქართველოში შემოსვლის წესები გერმანიიდან, საფრანგეთიდან, ავსტრიიდან და ესპანეთიდან ჩამოსული მოქალაქეებისთვისაც გამკაცრდება
საქართველოში შემოსვლის წესები გერმანიიდან, საფრანგეთიდან, ავსტრიიდან და ესპანეთიდან ჩამოსული მოქალაქეებისთვისაც გამკაცრდება

საქართველოში შემოსვლის წესები კიდევ რამდენიმე ქვეყნიდან ჩამოსული მოქალაქეებისთვის მკაცრდება.

როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, ეს ქვეყნებია გერმანია, საფრანგეთი, ავსტრია და ესპანეთი.

საქართველოს ყველა მოქალაქე, რომელიც აღნიშნული ქვეყნებიდან ბრუნდება, გაივლის 14-დღიან საკარანტინო რეჟიმს, ხოლო უცხო ქვეყნის მოქალაქეები ჯანმრთელობის ცნობას წარმოადგენენ კორონავირუსზე ტესტირებასთან დაკავშირებით ან გაივლიან 14-დღიან კარანტინს.

პრემიერმა აღნიშნა, რომ ამ დროისთვის შეზღუდვები უკვე ვრცელდება ჩინეთიდან, სამხრეთ კორეიდან და იტალიიდან ჩამოსულ მოქალაქეებზე.