საქართველოში საფეხბურთო სეზონი დასრულდა - ეროვნული ლიგა და ლიგა 2 დაკომპლექტებულია #1TVSPORT
საქართველოში საფეხბურთო სეზონი დასრულდა - ეროვნული ლიგა და ლიგა 2 დაკომპლექტებულია #1TVSPORT

საქართველოში საფეხბურთო სეზონი პლეი ოფის მატჩებით დასრულდა, რომლის შემდეგაც ახალი სეზონისთვის ეროვნული ლიგისა და ლიგა 2-ის შემადგენლობა დაკომპლექტდა.

ეროვნული ლიგიდან გავარდნილი „სამტრედია“ ლიგა 2-ის გამარჯვებულმა საგარეჯოს „გარეჯმა“ ჩაანაცვლა. პლეი ოფებით კი მთავარ ლიგაში თამაშის უფლება „თელავმა“ და „გაგრამ“ შეინარჩუნეს.

2025 წლის სეზონში საქართველოს ჩემპიონატში შემდეგი გუნდები ითამაშებენ:

ეროვნული ლიგა:

1. „იბერია 1999“ (თბილისი)

2. „ტორპედო“ (ქუთაისი)

3. „დილა“ (გორი)

4. „დინამო“ (ბათუმი)

5. „სამგურალი“ (წყალტუბო)

6. „კოლხეთი 1913“ (ფოთი)

7. „დინამო“ (თბილისი)

8. „გარეჯი“ (საგარეჯო)

9. „თელავი“

10. „გაგრა“

ლიგა 2-ში ლიგა 3-დან დაწინაურდნენ „გონიო“ და ტყიბულის „მეშახტე“, ლიგა 3-ში კი „ვიტ ჯორჯია“ და ხობის „კოლხეთი“ დაქვეითდნენ. პლეი ოფში წარმატებას მიაღწიეს და ლიგა 2-ში ითამაშებენ თბილისის „იბერია 2“ და მარტვილის „მერანი“, ხოლო მათ მიერ დამარცხებული დუშეთის „არაგვი“ და სართიჭალის „შტურმი“ ახალი წლიდან ლიგა 3-ში იასპარეზებენ.

ეროვნული ლიგა 2:

1. „სამტრედია“

2. „რუსთავი“

3. „სიონი“ (ბოლნისი)

4. „ლოკომოტივი“ (თბილისი)

5. „სპაერი“ (თბილისი)

6. „დინამო 2“ (თბილისი)

7. „გონიო“

8. „მეშახტე“ (ტყიბული)

9. „იბერია 2“ (თბილისი)

10. „მერანი“ (მარტვილი)