საქართველოში მიწისძვრა მოხდა, ეპიცენტრი კვლავ სოფელ სამებასთან იყო
საქართველოში მიწისძვრა მოხდა, ეპიცენტრი კვლავ სოფელ სამებასთან იყო

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. ბიძგები თბილისის დროით 19:56 საათზე დაფიქსირდა.

სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი დმანისიდან დასავლეთით 24 კილომეტრში, სოფელ სამებასთან იყო.

მიწისძვრის სიძლიერემ, პირველადი მონაცემებით, 3.1 (ML) მაგნიტუდა შეადგინა.

საქართველოში ბოლო პერიოდში მიწისქვეშა ბიძგები რამდენიმეჯერ დაფიქსირდა და თითქმის ყველა მიწისძვრის ეპიცენტრი სოფელ სამებასთან იყო. სიძლიერით ყველაზე დიდი მიწისძვრა დღეს, გამთენიისას მოხდა. თბილისის დროით 05:44 საათზე მიწისძვრის სიძლიერემ 5.1 მაგნიტუდა შეადგინა.