საქართველოში მიწისძვრა მოხდა
საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა.

ბიძგები თბილისის დროით 02:00 საათზე დაფიქსირდა.

სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ეპიცენტრი დედოფლისწყაროდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 54 კილომეტრში, სოფელ ზემო ხალაწანთან იყო.

მიწისძვრის სიძლიერემ 3.4 მაგნიტუდა შეადგინა.

შეგახსენებთ, ორი საათის წინ კიდევ ერთი მიწისძვრა აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, საქართველოს საზღვართან მოხდა.