საქართველოში კორონავირუსის შემთხვევათა რიცხვი 211-მდე გაიზარდა, გამოჯანმრთელდა 50 ადამიანი

22:02, 08.04.2020

საქართველოში კორონავირუსის დადასტურებულ შემთხვევათა რიცხვი 211-მდე გაიზარდა. ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

კორონავირუსისგან ამ დრომდე გამოჯანმრთელებულია 50 მოქალაქე. გარდაცვლილია სამი.

კარანტინის რეჟიმში რჩება 4559 პირი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 353.

მსგავსი