საქართველოში კორონავირუსის შემთხვევათა რიცხვი 211-მდე გაიზარდა, გამოჯანმრთელდა 50 ადამიანი
საქართველოში კორონავირუსის დადასტურებულ შემთხვევათა რიცხვი 211-მდე გაიზარდა. ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
კორონავირუსისგან ამ დრომდე გამოჯანმრთელებულია 50 მოქალაქე. გარდაცვლილია სამი.
კარანტინის რეჟიმში რჩება 4559 პირი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 353.