საქართველოში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა

21:56, 07.04.2019

საქართველოში კიდევ ერთი მიწისძვრა, ამჯერად რაჭაში, ქალაქ ონთან მოხდა.

სეისმური მონიტორინგის ცენტრის მონაცემებით, მიწისქვეშა ბიძგების მაგნიტუდა 3.7 იყო.

მიწისძვრა თბილისის დროით 21:37 საათზე დაფიქსირდა.

დღეს 12:27 საათზე ბიძგები (მაგნიტუდა 4.5) დედოფლისწყაროსთან დაფიქსირდა.

მსგავსი