საქართველოში გამოვლენილი ინფიცირების 390 ახალი შემთხვევიდან 25 გურიაში გამოვლინდა
საქართველოში გამოვლენილი ინფიცირების 390 ახალი შემთხვევიდან 25 გურიაში გამოვლინდა

საქართველოში გამოვლენილი ინფიცირების 390 ახალი შემთხვევიდან 25 გურიაში გამოვლინდა.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ოზურგეთის განყოფილების ინფორმაციით, მიმდინარეობს ინფიცირებულების კონტაქტების მოძიება.

„მოსახლეობას საშუალება აქვს, სხვადასხვა ადგილზე გაიკეთოს ტესტი. ახლაც მიმდინარეობს ეპიდკვლევა და ინფიცირებულების კონტაქტების მოძიება“, – აცხადებენ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ოზურგეთის განყოფილებაში.

საქართველოში კორონავირუსის 390 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 172 პაციენტი, გარდაიცვალა 10 ადამიანი.