საქართველოში კორონავირუსის 390 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 172 პაციენტი
საქართველოში კორონავირუსის 390 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 172 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 390 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 172 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 10 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 22 022 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 13 350, „პისიარ“-ტესტით – 8 672.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 1,77% ბოლო 14 დღის – 1,62%, ბოლო შვიდი დღის – 1,31%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 272 262 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 266 253 გამოჯანმრთელდა, 3 563 კი, გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმშია 300, სტაციონარში მეთვალყურეობას 1 379 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 154 პირი.

ამასთან, 4 მარტის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 133 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 276 პაციენტი.