საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 47 პაციენტი გარდაიცვალა
საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 47 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 47 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გვერდზე გამოქვეყნდა.

გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 8 711-ს შეადგენს.

დღეს ქვეყანაში კორონავირუსის 1 653 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 2 646 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.

გუშინ, 22 სექტემბერს საქართველოში კორონავირუსის 2 016 შემთხვევა გამოვლინდა, 2 024 პაციენტი გამოჯანმრთელდა, გარდაიცვალა 43 პაციენტი.