საქართველოში კორონავირუსის 2 016 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 2 024 პაციენტი
საქართველოში კორონავირუსის 2 016 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 2 024 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 2 016 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 2 024 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 43 პაციენტი.

ვებგვერდ stopcov.ge-ს მონაცემებით, ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 29 798 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 16 852, „პისიარ“ ტესტით – 12 946.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 6,77%, ბოლო 14 დღის – 6,92%, ბოლო შვიდი დღის – 6,48%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 600 412 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 567 797 გამოჯანმრთელდა, 8 664 კი გარდაიცვალა.

სულ ჩატარდა 1 686 412 აცრა, დღიურად აცრილია 13 962.

კარანტინის რეჟიმშია 39, სტაციონარში მეთვალყურეობას 5 231 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 993 პირი.

ამასთან, 21 სექტემბრის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 2 470 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 2 243 პაციენტი.