საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 40 პაციენტი გარდაიცვალა
საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 40 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 40 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

ქვეყანაში ვირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 8 884 შეადგენს.

ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 2 185 პირს დაუდასტურდა, 2 010 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

გუშინ, 26 სექტემბერს საქართველოში კორონავირუსის 663 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 2 383 პაციენტი, 27 კი გარდაიცვალა.