საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 27 პაციენტი გარდაიცვალა
საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 27 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 27 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

ქვეყანაში ვირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 8 844 შეადგენს.

ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 663 პირს დაუდასტურდა, 2 383 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

გუშინ, 26 სექტემბერს საქართველოში კორონავირუსის 1 132 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 2 956 პაციენტი, 30 კი გარდაიცვალა.