საქართველოში ავიაკომპანია „რაინეარის“ შემოსვლაზე მოლაპარაკებები გრძელდება
საქართველოში ავიაკომპანია „რაინეარის“ (Ryanair) შემოსვლაზე მოლაპარაკებები გრძელდება. ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, აკაკი საღირაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, განცხადებით „რაინეარი“ საქართველოს მთავრობისგან დიდი მოცულობის სუბსიდიას ითხოვდა და სწორედ ამ პირობით აპირებდა საქართველოში შემოსვლას. საღირაშვილის განმარტებით, ეს პირობა სახელმწიფოსთვის წამგებიანი იყო, რის გამოც, მხარეებს შორის კონტრაქტი არ გაფორმდა.
„რადგანაც ავიაკომპანია მგზავრზე 75 ევროს სუბსიდიას ითხოვდა საქართველოს სახელმწიფოსგან, რისი განხორციელებაც, ვფიქრობთ, არ იყო სწორი გადაწყვეტილება. შესაბამისად, ჩვენ ვანახლებთ მოლაპარაკებებს“, – განაცხადა აკაკი საღირაშვილმა.