იუსტიციის მინისტრის მოადგილედ აკაკი საღირაშვილი დაინიშნა
იუსტიციის მინისტრის მოადგილედ აკაკი საღირაშვილი დაინიშნა

საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილედ აკაკი საღირაშვილი დაინიშნა. ინფორმაციას იუსტიციის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

2018 წლიდან დღემდე საღირაშვილი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილედ მუშაობდა.

იუსტიციის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, აკაკი საღირაშვილი გერმანიის ფრიდრიხ-ვილჰელმის სახელობის ბონის უნივერსიტეტის სამოქალაქო სამართლის მაგისტრია (LL.M. (Magister iuris comperativi / 2004-2006 წლები); 1997-2002 წლებში სწავლობდა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამართალმცოდნეობის ფაკულტეტზე.

მათივე ცნობით, 2007-2015 წლებში საღირაშვილი მუშაობდა „საქართველოს რკინიგზაში“ სხვადასხვა საპასუხისმგებლო პოზიციებზე. ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას – 2009-2011 წლებში ის კავკასიის სამართლის სკოლის (CSL) სამოქალაქო სამართლის ლექტორი გახლდათ. ფლობს ინგლისურ, გერმანულ და რუსულ ენებს.

აკაკი საღირაშვილი იუსტიციის მინისტრის მოადგილის მოვალეობის შესრულებას დღეიდან შეუდგა.

დატოვე კომენტარი